ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქეთევან ნატრიაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ორგანიზებულ გენდერულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციაზე, გოგონებისთვის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საჭირო სტრატეგიაზე იმსჯელეს.  

კონფერენცია გახსნა კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა ჰაიდიმ, ხოლო მთავარი სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ასისტენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის აპარატის უფროსი და თეთრი სახლის გოგონებისა და ქალების საბჭოს აღმასრულებებლი დირქტორი თინა ტჩენი.

კონფერენციის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ კორპორაციის, სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მათ შორის ელ სალვადორის განათლების მინისიტრის მოადგილესთან, ერლინდა ვეგასთან, რომელსაც გაუზიარა საქართველოს წარმატება და გამოცდილება განთლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.  

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე