ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამისათვის, სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.

ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა განაცხადების რეგისტრაცია  დაიწყება  3 აგვისტოს 11:00 საათზე  და  გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე. 

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მობულურ ტელეფონებზე და ასევე ელ.ფოსტაზე.  იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ. ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა  3522 და 3523). ასევე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა  კითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: [email protected].

მობილობის საფასური 40 ლარია.  სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს  63  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 13797 ვაკანტური ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2015-2016 წლის შემოდგომის  სემესტრის მობილობაში  არ მონაწილეობენ:

1. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

2. უსფ - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი;

3. სასწავლო უნივერსიტეტი „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი";

4. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

5. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 24 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეებს 4 აგვისტოს 11:00 საათზე და 18 აგვისტოს 11:00 საათზე. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ,  შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს  და მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე