ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გარემოსდაცვითი განათლება სკოლამდელ დაწესებულებებში

სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება. საკითხზე, დღეს სასტუმრო “ტიფლის პალასში” იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და  გახსნეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სკოლამდელი ბავშვების სასწავლო პროგრამას ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტურობის და წყლის რესურსების მართვის საკითხები დაემატება. შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ, ბავშვებს ნარჩენების მართვის, სეპარაციის და გადამუშავების პრინციპები ეცოდინებათ, ისინი ასევე ენერგიისა და წყლის დაზოგვის დადებითი შედეგების და აუცილებლობის დასაბუთებას შეძლებენ. საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტების გაძლიერების მიზანია, სკოლამდელ ბავშვებში გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა.

შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე