ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს გუნდი WorldSkills–ის 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაზე

კონკურსის - WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწიულეობას. სან-პაულოში გამგზავრებამდე, საქართველოს გუნდის ბოლო, გასამხნევებელი შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან. მინისტრმა შეხვედრაზე პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაღალი რანგის საერთაშორისო კონკურსში ქართულ გუნდს წარმატებები უსურვა.

WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. პროექტი 2012 წელს დაიწყო და მას სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ახორციელებს.

2014 წლის დეკემბერში თბილისში ჩატარდა WorldSkills Georgia -ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში - შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე. სწორდ ამ შეჯიბრებაში გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა (თითოეულ პროფესიაში, სამი საპრიზო კატეგორიიდან პირველ ადგილზე გასულები) იღებს მონაწილეობას WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2015 წლის 11-16 აგვისტოს, ქალაქ სან-პაულოში გაიმართება.

Worldskilsის ფრგლებში წელს პირველად ტარდება სამთავრობო შეხვედრა, რომელსაც 64 ქვეყნის მაღალი დონის თანამდებობის პირები დაესწრებიან. შეხვედრის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე მსჯელობა და თანამშრომლობაე შეთანხმება. დაგეგმილია საერთაშორისო ბიზნესების წარმომადგენლებთან შეხვედრებიც. საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლობას ა შეხვედრაზე GIZ-თან ერთად უზრუნველყოფს გაეროს განვითარების პროგრამა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პროფესიული განათლების საკითხებში.

WorldSkills-ის რიგით 42-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2013 წლის ივლისში ქალაქ ლაიფციგში გაიმართა. ქართველი მონაწილე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა და დაჯილდოვდა წარმატების მედლით - MEDALION OF EXCELLENCE. იგი ასევე დაჯილდოვდა მედლით - BEST OF NATION.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე