ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტები

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა და დღეს მინისტრები თამარ სანიკიძე და თინათინ ხიდაშელი საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ სასკოლო კონკურსებს, უზრუნველყოფენ საინფორმაციო საგანმანათლებლო ექსკურსიებსა და სხვა სასწავლო რესურსებს.

„სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უკვე დასრულებულია. დღეს უკვე ჩამოვყალიბდით იმ რამდენიმე პროგრამაზე, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ. პროგრამები ძალიან მნიშნველოვანია, მათში შედის არა მხოლოდ კონკურსები და ექსკურსიები, არამედ საგანმანათლებლო რესურსების მომზადება, რომლის სტანდარტიც განათლების სამინისტროს უკვე აქვს. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რათა სექტემბრიდან უკვე დავიწყოთ მუშაობა“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე