ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეთა საერთაშორისო წარმატება

ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (4 მონაწილე) ინფორმატიკის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან (IOI 2015 ყაზახეთი 26 ივლისი-2 აგვისტო ალმაატა) 4 მედლით დაბრუნდნენ. ოთხივე მონაწილე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამ შედეგით საქართველო ქულათა ჯამური რაოდენობით 84 მონაწილე ქვეყნიდან 30 საუკეთესოთა შორის მოხვდა და ბევრ მასზე დიდ და განვითარებულ ქვეყანას გაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი ახალბედა მონაწილე იყო. ერთმა მონაწილემ, მეცხრე კლასელმა, გიორგი კლდიაშვილმა პირველად იასპარეზა ორ მათემატიკისა და ინფორმატიკის ოლიმპიადაში და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია ელენე მაჩაიძე, რომელმაც უკვე მე-5 მედალი აიღო მაღალი დონის საერთაშორისო ოლიმპიადებზე და ამით არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც გამოირჩევა. საბოლოოდ, ამ შედეგით საქართველო ქულათა ჯამური რაოდენობით 84 მონაწილე ქვეყნიდან 30 საუკეთესოთა შორის მოხვდა და ბევრ მასზე დიდ და განვითარებულ ქვეყანას გაუსწრო.

ნაკრების წევრები და გამარჯვებულები: ელენე მაჩაიძე - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;ალექსანდრე ცხოვრებოვი - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა; გიორგი სხირტლაძე - თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; გიორგი კლდიაშვილი - ნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.

ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ღირსეულ მეტოქეობას უწევენ მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს და საუკეთესოთა შორის ხვდებიან. მათ წარმატებებს განაპირობებს მოსწავლეთა ძალისხმევა და მომზადების მაღალი დონე, რასაც სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს. მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მეცნიერთა ჯგუფის წევრები (მწვრთნელები) საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამით ამზადებენ. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრების შერჩევას, წვრთნას და ოლიმპიადებში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად აფინანსებს.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე