ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა ჩემპიონატს დაესწრო

წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო  სკოლის   მოსწავლეთა შორის ინგლისურ პოპულარულ თამაშში - კრიკეტი (Cricket) ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  დაესწრო.

კრიკეტი (Cricket) ბურთის ერთგვარი თამაშია, სადაც  ორ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ცდილობენ ჯოხით შეაგდონ ბურთი მოწინააღმდეგის კარში. თამაში ფართოდ არის გავრცელებული ინგლისში და განსაკუთრებით მოზარდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემპიონატის ჩატარების იდეა დიმიტრი შაშკინს ეკუთვნის და ეს იდეა მინისტრმა წყნეთის საზაფხოლო სკოლაში პირველი სტუმრობისას გააჟღერა.

კრიკეტის ათვისებაში ქართველ მოსწავლეებს სკოლის დირექტორი გაერთიანებული სამეფოდან მარკ დაბლი  დაეხმარა. შეჯიბრის მონაწილეებმა  კარგი მომზადება  და გამარჯვებისათვის ნამდვილი  ბრძოლა აჩვენეს.

”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში, წყნეთში მეორე ნაკადის წარჩინებული  და სხვადასხვა უნარებით გამორჩეული 130 მოსწავლე  ისვენებს.  პარალელურად ისინი ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.  

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის 22 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, სამ ნაკადად, წყნეთში, ბაკურიანსა და წყალტუბოში ანხორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”, რომელშიც საქართველოს  ზოგადსაგანამათლებლო სკოლის  1200  მოსწავლეა ჩართული.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე