ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავა

ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის შემდგომი განვითარებისა და ქართველოლოგიის ევროპასთან სამეცნიერო ინტეგრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი იოსტ გიპერტი და პროფესორი მანანა თანდაშვილი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის და ზოგადად, კავკასიოლოგიის განვითარების შესახებ დიგიტალური ჰუმანიტარიის კონტექსტში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი ქართველოლოგიის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დაარსების, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და ზოგადად, თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

სტუმრებმა წარმოადგინეს 12 საერთაშორისო პროექტის შედეგად შექმნილი ელექტრონული რესურსები - ქართული ენის ეროვნული კორპუსი, სწავლების სფეროში კვლევის თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების ის საშუალებები, რომელსაც იყენებენ ფრანკფურტის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სპეციალობაზე.

12 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში, რომელიც 1999 წლიდან განახორციელეს იოსტ გიპერტმა და მანანა თანდაშვილმა, 274 ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა და 2 მილიონი ევროთი დაფინანსდა გერმანული სამეცნიერო ფონდის ვოლკსვაგენ-შთიფთუნგის მიერ.

ქალბატონმა მანანა თანდაშვილმა საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის მდგრადი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და წარმოადგინა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში ბათუმის საზაფხულო სკოლების გამოცდილება, რომელსაც ფრანკფურტის უნივერსიტეტი წელს უკვე მეხუთედ ატარებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე