ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გარემოს დაცვა და ჰორიზონტი 2020 საქართველოში

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020”-ის საინფორმაციო დღე „გარემოს დაცვა და ჰორიზონტი 2020 საქართველოში“ გაიმართება.

ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გახსნეს.

გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროკავშირის ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი კვლევების მიზანს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების მართვა და დაზოგვა, წყლის ეფექტურობა და კლიმატური ცვლილების გამომწვევი მიზეზებთან ბრძოლა. ყოველივე ეს განმაპირობებელი ფაქტორებია მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის, ისევე როგოც ჩვენი პლანეტის, მათ შორის საქართველოს, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემის გადარჩენისთვის.

ამ თემის აქტუალურობის გათვალისწინებით, 2014-2020 წლების პერიოდისთვის  ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის 80 მილიარდიანი ბიუჯეტის 35%-ზე გამოყოფილია კლიმატის ცვლილებასა და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს სამეცნიერო წრეების, მკვლევარების და ინდუსტრიის ცნობიერების გაზრდა ევროკავშირის ისეთი უმსხვილესი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ, როგორიც ჰორიზონტი 2020 პროგრამაა.შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომელზეც მომხსენებლებმა მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის წესები და საპროექტო წინადადების მომზადება; ჰორიზონტი 2020-ის პროგრამის ფარგლებში არსებული გარემოს დაცვითი მიმართულებები: როგორც მიმდინარე კონკურსები, ისე 2016-2017 წლების პერიოდში დაგეგმილი კონკურსების თემები.

ამასთან, გარემოს დაცვის საკითხებში მომუშავე ქართველმა მკვლევარებმა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამაში, რომელიც ჰორიზონტი 2020-ის წინამორბედი პროგრამაა, მონაწილეობის საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს და პრაქტიკული რჩევები მიაწოდეს დამსწრე საზოგადოებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე