ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

არაქართულენოვანი მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში

საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციის, მათი დაახლოებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, განათლების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისათვის“, სადაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას ეუფლებიან, ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას და რამდენიმე დღის განმავლობაში მეგობრულად თანაცხოვრობენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბაკურიანის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც არაქართულენოვანი სკოლების 50 მოსწავლე იმყოფება. ეს მოსწავლეები სამინისტროს მიერ ორგანიზებული  ესეების კონკურსის -„ჩემი კულტურა და ტრადიცია“ საფუძველზე შეირჩნენ. მინისტრის მოადგილემ მათი მხრიდან პროექტის შეფასებები მოისმინა და იმ მდგომარეობით დაინტერესდა, რაც  ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით მათ სკოლებში არსებობს.

მოსწავლეებს ბანაკში მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო ენა ჰქონდათ-ქართული. დიალოგიც განათლების მინისტრის მოადგილესთან ქართულ ენაზე წარიმართა, მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში მოხვედრამდე ქართულად ცუდად ან საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, უკვე თავიანთ თავში დარწმუნებულები ამაყად საუბრობდნენ თავიანთ მიღწევებზე, ახალ მეგობრებზე და მომავალ ურთიერთობებზე.

შეხვედრამ აჩვენა, რომ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გათვითცნობიერებული აქვთ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა მათი საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისათვის. შესაბამისად, ისინი მოტივირებულნი არიან, უყვართ სამშობლო და სურთ თავიანთ ქვეყანაში გახდნენ წარმატებულები.

 

 


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე