ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისში 133 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აგრძელებს სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას. ამჯერად თამარ სანიკიძე თბილისის №64 საჯარო სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის 64-ე საჯარო სკოლა დიდკონტიგენტიანი სკოლაა, სადაც 1100 ბავშვი ქართულ, რუსულ და  აზერბაიჯანულ სექტორებზე სწავლობს. ბოლო წლების განმავლობაში სკოლას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, გაკეთდა გარე სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა. აშენდა ახალი სპორტული დარბაზი, გარემონტდა საკლასო ოთახები, კეთილმოეწყო ეზო, შეკეთდა სკოლის სახურავი, სკოლის გარე ფასადი.

სკოლა აღიჭურვა  ახალი ინვენტარით, გარემონტდა და შესაბამისი ინვენტარით მომარაგდა ექიმის კაბინეტი, გაიხსნა ინტეგრირებული კლასი (სმენადაქვეითებულ მოსწავლეებისათვის), გარემონტდა სააქტო დარბაზი, რომელიც წლების მანძილზე  არ ფუნქციონირებდა ასევე არ ფუნქციონირებდა სპორტული დარბაზი, მოხდა ძველის დემონტაჟი და აშენდა ახალი კორპუსი.

ეხლა მიმდინარეობს სკოლის სასადილოს, საკლასო ოთახების, ინტეგრირებული კლასის და სარემონტო და პანდუსის მოწყობითი  სამუშაოები.

სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის  125 პირველკლასელს ელოდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე