ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ვადები გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებად  2015 წლის 23 აპრილილიდან 11 ივლისამდე პერიოდი განსაზღვრა.  რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდა და დღეისათვის საჯარო და კერძო სკოლების პირველ კლასებში 46 660 მოსწავლეა დარეგისტრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტროში რამოდენიმე ასეული მომართვა შემოვიდა იმ მშობლებისაგან, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო გამორჩათ პირველკლასელთა რეგისტრაციის პერიოდი და ვერ დაარეგისტრირეს ბავშვები.

სწორედ ამიტომ, 1 და 2 სექტემბერი განისაზღვრა პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად იმ ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ დღემდე არ არიან დარეგისტრირებულნი სკოლაში.

რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე http://registration.emis.ge/ მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია. 

რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 3 და 4 სექტემბერს.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას

2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა  დოკუმენტაციის წარდგენა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე