ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წარმატებული მოსწავლეების მორიგი ჯგუფი დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა

ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული თორმეტი საუკეთესო მოსწავლე დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა. ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს ჰეისტინგსის (ინგლისი) ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში გადიოდნენ. მოსწავლეები შეირჩნენ ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლიდან’’, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან ერთად ხორციელდება.

მოსწავლეების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დატვირთული იყო როგორც აკადემიური, ასევე არააკადემიური აქტივობებით. ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებასთან ერთად, მათ ჰქონდათ უამრავი თემატური ექსკურსია, ცხოვრობდნენ ტრადიციულ ბრიტანულ ოჯახებში და ეცნობოდნენ მათ ტრადიციებსა და კულტურას.

,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში’’ ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც სამინისტრო "ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში’’ ახორციელებს. პროექტი წყნეთში - ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე მიმდინარეობდა, აღნიშნული მოსწავლეები 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადაზე. მომდევნო 12 გამარჯვებული მოსწავლე, დიდ ბრიტანეთში, ანალოგიური სასწავლო და კულტურული გამოცდილების მისაღებად, 19 სექტემბერს გაემგზავრება.

”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში” მონაწილეობას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ღებულობენ. მოსწავლეების შერჩევა საგნობრივი ოლიმპიადების, სხადასხვა სასკოლო ოლიმპიადების შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე ხდება.

600 მოსწავლიდან 36 საუკეთესო მოსწავლე ირჩევა, რომლებიც 2 კვირით, ეტაპობრივად, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაერთიანებულ სამეფოში მიემგზავრება.

წყნეთის ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეები დასვენებასთან ერთად, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი სახელმძღვანელოებით ინგლისური ენის ცოდნასაც იღრმავებენ. სკოლაში აქტივობების პროგრამა ინგლისური მხარის მიერ არის შემუშავებული და მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლაში გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეების წახალისების ეს ფორმა ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში მოტივაცია ჩნდება და ყოველწლიურად სასკოლო ოლიმპიადებში ასობით მონაწილე ერთვება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე