ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში’’ წარმატებით დასრულდა. პროექტი წყნეთში - ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 600 წარმატებული მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.

საზაფხულო სკოლა საზეიმო ვითარებაში დაიხურა, გაიმართა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული ჯგუფების დაჯილდოება და სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, ასევე გამოვლინდა ის 12 მოსწავლე, რომლებიც 2 კვირით ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გაერთიანებულ სამეფოში 19 სექტემბერს გაემგზავრებიან.

პროექტები ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ და „საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში“ საუკეთესო პროექტებია, რომელსაც სამინისტრო ,,ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში’’ ახორციელებს. 3 კვირის განმავლობაში მოსწავლეები დასვენებასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნასაც იღრმავებენ. მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც მოსწავლეთა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე