ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკელების საჩუქარი გორის მე-4 საჯარო სკოლას

გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრსტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსდა და აშშ-ის სალეჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ განხორციელდა. დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში გორის მე-4 საჯარო სკოლაში რეაბილიტირდა სპორტული დარბაზი, შეიღება დერეფნები, გაკეთდა პანდუსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებოსათვის, შემოიღობა სკოლის შიდა ეზო.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდნენ აშშ-ის საჰაერო ძალების 435-ე ქვედანაყოფის 7 ინჟინერი და 457-ე სამოქალაქო ურთიერთობების ბატალიონის სამი ოფიცერი, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის 12 ინჟინერთან ერთად, უშუალოდ ასრულებდნენ სარემონტო სამუშაოებს.

გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომაც განახორციელა. კერძოდ: მოხდა სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია, გაკეთდა სარინელი, გარე კარები, სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოაჯირი, ასევე,  დაგეგმილია ლიფტის მოწყობა და ამით დასრულდება სკოლის ადაპტირება. აღსანიშნავია, რომ  სკოლას 6 ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ჰყავს, ჯამში კი, სკოლაში 28 სპეციალური საგანმანათელებლო საჭიროების მქონე მოზარდი სწავლობს. შესაბამისად, გორის მე-4 საჯარო სკოლაში ფუნქიონირებს რესურსოთახი და სკოლას ემსახურება ადაპტირებული ავტობუსი. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე