ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გორის სკოლები ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები  საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებენ. ამჯერად, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, გაკეთდა სარინელი, შეილესა და შეიღება კედლები. თუმცა, ინფრასტრუქტურის განახლება ამით არ დასრულებულა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება სკოლის სრულ რეაბილიტაციამდე.

რაც შეეხება სოფელ ქვემო არცევში არსებულ სკოლას, მას წლების მანძილზე რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეს კი სკოლა სრულად რეაბილიტირებულია, განახლებულია ინფრასტრუქტურა და მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ახალი სასწავლო წლისთვის კი აღიჭურვება  ახალი ინვენტარით.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 67 საჯარო სკოლაა და მათგან ყველა სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე