ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება იწყება

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა.

2015-2016 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება დაახლოებით 1400-მდე სტუდენტი.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში - საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.

დაფინანსდებიან 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონში მცხოვრები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა შვილები, სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებულთა შთამომავლები, უდედმამო, მრავალშვილიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სოციალურად დაუცველი სტუდენტები.

სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013 და 2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე. ასევე, დაფინანსდებიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან ობოლი (უდედმამო) სტუდენტები.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - http://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo. ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის (2 200 220) საშუალებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე