ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის რამდენიმე სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პროცესს. მინისტრმა სკოლებში ის სახელმძღვანელოები დაათვალიერა, რომელიც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლისთვის გადაეცემათ. თამარ სანიკიძე სკოლებში ჩატარებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებითაც დაინტერესდა.

ამავე დღეს თამარ სანიკიძემ თბილისის ერთ-ერთი დიდკონტიგენტიანი, მე-11 საჯარო სკოლაც მოინახულა. სკოლაში ამჟამად 1120 მოსწავლე სწავლობს. სკოლა წლების მანძილზე  ავარიული იყო და მოითხოვდა გადაუდებელ რეაბილიტაციას, სკოლის რამდენიმე ფლიგელში სასწავლო პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობდა.

2013 - 2015 წლებში მე-11 სკოლას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, მოწესრიგდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი  სკოლის ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ბიბლიოთეკა და კომპიურეტული ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო სააქტო დარბაზი, გაკეთდა შიდა კიბეები. სკოლაში არის 10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელთათვისაც  გასულ წელს რესურსოთახი მოეწყო, მათთან მუშაობს სპეცმასწავლებელი. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამ სართულზე არსებულ საკლასო ოთახებში და დერეფანში, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. სკოლაში დაგეგმილია სპორტული დარბაზის რეაბილიტაციაც და ამით დასრულდება სრული რეაბილიტაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე