ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის

საჯარო სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების მიზნით, თემატური ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ტარდება. ერთ-ერთი მიმართულებაა - ფინანსების განკარგვა და კონტროლი. პროგრამის „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“  ფარგლებში,  საქართველოს მასტაბით ათეულობით სკოლის დირექტორი უკვე გადამზადდა.

ტრენინგების პროგრამა შემუშავებულია ერთობლივად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და მიმართულია პრაქტიკულ საქმიანობაში ფინანსური მართვის ხარვეზების გამოსწორებისა და ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.

პროგრამის მიზანია, საჯარო სკოლების მოქმედმა დირექტორებმა გამოიმუშავონ სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის სპეციფიკური, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და უკეთ გაეცნონ საჯარო სკოლების მართვაში შეცდომების თავიდან აცილების (პრევენციის) გზებს. პროგრამა მაქსიმალურად ორიენტირებულია იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რასაც საჯარო სკოლის დირექტორები პრაქტიკულად გამოიყენებენ მუშაობაში და ამით შეძლებენ სკოლის ადმინისტრირების სისტემის ხარისხის გაზრდას.

ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ შიდა ქართლის (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური) საჯარო სკოლების ყველა დირექტორს, ტრენინგები ასევე ჩატარდა ქვემო ქართლში, კერძოდ, ბოლნისსა და დმანისში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის (ლენტეხი, ამბროლაური, ცაგერი, ონი) რეგიონში. პროგრამას ეტაპობრივად, საქართველოს ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გაივლის.

ზოგადად საჯარო სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ტრენინგები მოიცავს შემდეგ თემებსა და საკითხებს:

  • ადამიანური რესურსების მართვა და შრომითი ურთიერთობები;
  • სასწავლო პროცესის ადმინისტრირება;
  • ადმინისტრაციული საქმისწარმოება, კონტროლი და ანგარიშვალდებულება;
  • ბუღალტრული აღრიცხვა;
  • მატერიალური რესურსების განკარგვა და კონტროლი;
  • ფინანსების განკარგვა და კონტროლი.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე