ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების განვითარების ახალი პროექტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოში კომპანია BP-ს დირექტორმა საგარეო საქმეთა საკითხში გია ღვალაძემ  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს სამმხრივ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და განვითარების ხელშეწყობა.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდეს ახალი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც პროფესიულ სტუდენტებს შესთავაზებს ახალ, საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების პროგრამას.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს, ხოლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიენიჭებათ შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია შემდეგ სპეციალობებში: ელექტრო-ტექნიკოსი, ტექნიკური დანადგარების/მოწყობილობის ტექნიკოსი, მექანიკოსი, პროცესის ოპერატორი და შემდუღებელი.

პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა ღონისძიებებს განახორციელებენ. რაც გულისხმობს - ცენტრისთვის გამოყოფილი შენობის რეაბილიტაციას, ყველა აუცილებელი სასწავლო და ტექნიკური რესურსით მის აღჭურვას, ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო  თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე