ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მაგისტრის წოდების მინიჭება კურსდამთავრებულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„განსაკუთრებული განწყობა მაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან, რადგან მეც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მაგისტრები არიან მზად, აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომ ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის, განვითარების პროცესში,“- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.

თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ყოველი საფეხური. მაგისტრატურა უმაღლესი განათლების საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხურია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მაგისტრებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაგისტრები იქნებიან ჩვენი ქვეყნის სერიოზული საკადრო პოტენციალი. ისინი აქტიურად ჩაერევიან ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის სხვადასხვა სფეროში.“

საზეიმო ღონისძიების შემდეგ მუსიკალურმა ბენდმა „Goofyland“ კონცერტი გამართა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის ქართული და უცხოური ჰიტების ვარიაციები შეასრულა.

თსუ-ში 90 საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა მოქმედებს. 2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 800-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

 


 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე