ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები და საგრანტო პროგრამის პროტენციური განმცხადებლები დაესწრნენ. ღონისძიება „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 16 მილიონი აშშ დოლარი. შეხვედრა გახსნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე  სონია შარიგიანი და პროექტის ხელმძღვანელი დევიდ ჰენდლი.

საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი. გრანტების მოცულობა განისაზღვრება 300,000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ან აპირებენ საქმიანობის დაწყებას პროფესიული სწავლებისა და განათლების სფეროში. 

აპლიკაციის პროცესი შედგება ორი ნაწილისგან: კონცეფციის წარმოდგენა და სრული განაცხადის წარდგენა (მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეული აპლიკანტებისთვის). კონცეფციის წარდგენის ვადაა 14 სექტემბერი, 2015. საგრანტკო კონკურსი 2015 წლის 15 ივლისს გამოცხადდა: http://mcageorgia.ge/index.php/main/read_news/69

პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე