ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებით, ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინეტგრაციას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობა განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II“ − ფარგლებში და ითვალისწინებს შემდეგს:

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“ ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობისა და მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ თემებში (განსკუთრებით, სასოფლო დასახლებებში) სამოქალაქო ინტეგრაციის, სათემო განვითარების, მოქალაქეთა საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის სრულყოფილად დაუფლების,  საზოგადოებრივი ცენტრების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.

ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ადმინისტრაციულ პროცედურებში უკეთ განსწავლულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება  და ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. შესაბამისად, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,  საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის მომზადდება ადმინისტრაციული პროცესის სრულყოფასა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლის სწავლებასაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უზრუნველყოფს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე