ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსში - ” Junior- საქართველოს” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ კონკურსში - ”Junior- საქართველოს საზაფხულო სკოლა” გამარჯვებული მოსწავლეები, საუკეთესო უცხოენოვანი ესსეების შექმნისთვის სიგელებითა და ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საზაფხულო სკოლის საგზურებით დააჯილდოვა.

კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭრით, ჟურნალის „Junior- საქართველო” მიერ იყო ორგანიზებული და მასში  მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მდე 11-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლე მონაწილეობდა.  მოზარდებს 3-3 სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ესსე უნდა წარმოედგინათ ინგლისური, ფრანგული ან გერმანული ენებიდან ერთ-ერთზე.   სამივე ენაში თითო გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც  2 კვირით  შესაბამისი ქვეყნის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან - საფრანგეთში 12 წლის ნატალი გოგინაშვილი თბილისიდან, გერმანიაში 17 წლის ანა შარაშენიძე ქუთაისიდან, ხოლო ინგლისში 16 წლის ალექსანდრე შატბერაშვილი თბილისიდან.

ჟურნალი „Junior- საქართველო” წარმოადგენს ცნობილი ფრანგული ჟურნალის „Junior Science & Vie“-ს ქართულ, ლიცენზირებულ გამოცემას. ეს არის პირველი საერთაშორისო, სამეცნიერო–პოპულარული   ჟურნალი ქართულ მედია ბაზარზე, განკუთვნილი 11–დან 18 წლამდე მოზარდებისთვის. ჟურნალი საშუალებას აძლევს მოზარდებს გაეცნონ მსოფლიოს ყველაზე საინტერესო სამეცნიერო პროექტებს, უახლეს აღმოჩენებს, ტექნოლოგიურ მიღწევებს, გაიგონ როგორ შენდებოდა პირამიდები და არის თუ არა სიცოცხლე მარსზე, როგორ შეიქმნა ინტერნეტი, ვინ გამოიგონა პირველი რობოტი, მობილური ტელეფონი  ა.შ.

ჟურნალი გამოიცემა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. გარდა რუსეთისა, ქართული გამოცემა პირველი მცდელობაა პოსტ–საბჭოთა სივრცეში მსგავსი პროექტის დანერგვის. ჟურნალის პოპულარობა აღნიშნულ ქვეყნებში ტირაჟით განისაზღვრება, რაც საფრანგეთში შეადგენს თვეში 500 000 ეგზემპლარს, ისევე როგორც გერმანიასა და იტალიაში.

ჟურნალი „Junior“  ქართულ ენაზე გამოდის 2009 წლიდან, ტირაჟი შეადგენს 5 000 ეგზემპლარს თვეში. „Junior“- საქართველოში გამოქვეყნებული სტატიები როგორც შინაარსობრივად ისე ვიზუალურად ძალიან მაღალი ხარისხისაა და მისი მომხმარებლები სკოლის მოსწავლეებია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე