ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლა გაიხსნა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედავანში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ მოსწავლეებს ახალი 205-2016 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

დღეიდან სკოლის 122 მოსწავლე, მათგან 10 პირველკლასელი თანამედროვე სტანდარტების შენობაში ისწავლის. ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო და სკოლამ წელს პირველად მიიღო მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ 27 წელი სოფელ ზედავანის სკოლას შენობა არ ჰქონდა და სწავლის პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობდა. ახალი, 192 მოსწავლეზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, ცენტრალური გათბობის სისტემით, შესაბამისი საკლასო ოთახებითა და ინვენტარით. სკოლას აქვს ექიმის კაბინეტი და  ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სასწავლო წლის პირველივე დღეს პირველკლასელებს პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე.

სოფელ ზედა ვანს ესაზღვრება სოფლები გადიდი და ონჯოხეთი, რომლებშიც დაწყებითი-საბაზო საფეხურის სკოლებია განთავსებული. ამ სოფლებიდან საბაზო საფეხურდამთავრებული მოსწავლეები სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას.

მხარისა და სამინისტროს წარმომადგენლები რამდენიმე საჯარო სკოლასაც ესტუმრნენ და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს. ასევე გაიმართა შეხვედრა პედაგოგებთან, სადაც განათლების სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს.

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე