ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საკომუნიკაციო სტრატეგიის წარდგენა

ახალი სასწავლო წლიდან   მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა. პროექტის მთავარი მიზანია მოხდეს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლება და შესაბამისად,  მივიღოთ უკეთესი ზოგადი განათლების სისტემა. აღსანიშნავია, რომ კარიერულ ზრდას თან ახლავს პედაგოგთა ანაზღაურების მატება.

სქემის ამოქმედებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები, პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის სამუშაო ვერსიას ყველა დაინტერესებული მხარე, უწყება  თუ პირი გაეცნო, დაწყებული პრაქტიკოსი მასწავლებლებიდან დასრულებული ქართველი და უცხოელი ექსპერტებით. ყველა საინტერესო და საჭირო შენიშვნა თუ, წინადადება გაზიარებული  და ასახულია პროექტში, რომელსაც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი განახორციელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში დაგეგმილ საკომუნიკაციო სტრატეგიას გაეცნენ. მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებმა ის ღონისძიებები წარმოადგინეს,  რომელიც წლის ბოლომდე არის დაგეგმილი და ხელს შეუწყობს სქემის დანერგვას. სტრატეგიული გეგმაში გაწერილია ყველა ღონისძიება და ის ეტაპები, რომელიც მასწავლებლებმა უნდა გაიარონ. შესაბამისად, მოხდება  სკოლების,  დირექტორების, ფასილიტატორების და იმ შეფასების ჯგუფების გადამზადება, რომელსაც სკოლა აირჩევს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე