ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა

შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები მომზადება-გადამზადების პროგრამას იწყებენ.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგი გამართეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას კერძო და საჯარო პროფესიული სასწავლებლებისთვის აღნიშნული ინიციატივის შესახებ  და ასევე  გაუწევს კოორდინაციას, პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლების მიერ ისეთი მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების შემუშავების პროცესს, რომლის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე www.worknet.gov.ge რეგისტრირებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება.  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოკლევადიანი პროფესიული პროგრამები 50-ზე მეტ სპეციალობაში, შემუშავდება იმ მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად, რომლებიც იდენტიფიცირდა შრომის ბაზრის თვისებრივი კვლევის შედეგად. პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზით  სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება და დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, შეარჩიონ ის სასწავლებელი, რომელიც განახორციელებს მათთვის სასურველ პროგრამას.

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ადგილებზე სწავლება - სტაჟირება, რომელიც  განხორციელდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, თავისუფალი სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში. სტაჟირების ვადა არ აღემატება 3 თვეს.  გადამზადების მსურველებს მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით. სტაჟირების მთავარ მიზანს წარმოადგენს დამსაქმებელის მიერ შერჩევის საფუძველზე მინიმუმ ერთი სტაჟიორის დასაქმება.

პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 20 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა-www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მოკლევადიანი სასწავლო კურსი. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვება 1138 სამუშაოს მაძიებელი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე