ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ელსევიერის“ ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება

საქართველოს მეცნიერების ისტორიაში პირველად, „ელსევიერის“ უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა  რუსთაველის  ეროვნულ  სამეცნიერო ფონდში მოეწერა.

“ელსევიერის” ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ინგლისურენოვანი ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“ განთავსდება. აღნიშნული ჟურნალები „ელსევიერის“ წარმომადგენლობამ ელექტრონულ პლატფორმაზე განსათავსებლად, მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სტანდარტების შესაბამისად შეარჩია.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არა მხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ, შრომების სრული ვერსიების დონეზეც. გარდა ამისა,  შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ასევე მიიღო წვდომა (SciVal Funding™ ) მეცნიერთა და სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისა და რეცენზენტთა საძიებო ბაზებზე.

წარმატებული პარტნიორობა გრძელდება და ახლა უკვე, რუსთაველის ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე