ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015-2016  სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიულოცა. 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს 27 აკრედიტებული საბაკალავრო, 13 სამაგისტრო და 11  სადოქტორო პროგრამა, ასევე ქართულ ენაში მოქმედებს მომზადების საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა. უნივერსიტეტში მოქმედებს 9 ავტორიზებული სამგისტრო პროგრამაც.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2014 და 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა ფასადის რეაბილიტაცია, გარემონტდა სასწავლო კორპუსები, ლაბორატორიები, სარდაფი, მოეწყო ბიბლიოთეკა და საგამოცდო ცენტრი,

შეივსო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე