ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა 3 დღე

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სრულდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებსა და რესურსცენტრებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე.

არის პროგრამები, სადაც მსურველთა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა მისაღებ კონტიგენტს. დღეის მდგომარეობით, 9 000 მსურველია რეგისტრირებული. ყველაზე მოთხოვნადია მზარეულის, ბუჰღალტრის, სასურსათო პროდუქტის კონტროლის სპეციალობები და ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებები.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და ღია კარის დღეები მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯში  "მერმისი“. კოლეჯი 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ხუთი ძირითადი მიმართულებით: აგრარული, ბიზნესის ადმინისტრირება, ხელოვნება, ინჟინერია და მიმართულებათაშორისო სპეციალობები. ყველა პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და სწავლის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის.

კოლეჯში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება, ამისათვის კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი - თანამედროვე  სასწავლო გარემო, განახლებული პროგრამები და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი პედაგოგები.

2013 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ ჩართულია ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტში. 2014 წლიდან დაიწყო კოლეჯის ადაპტირება უნივერსალური დიზაინის შესაბამისად.  სასწავლო გარემოსთან ერთად, სსსმ სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია საჭირო სასწავლო რესურსები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე