ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულების 20-მდე ოლიპიადას და კონკურსს ატარებს, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეების დიდი ნაწილი ერთვება. წელს მონაწილეთა რიცხვმა 130 000 გადააჭარბა. მოსწავლეები კონკურსებში რამდენიმე ეტაპიან შესარჩევ ტურს გადიან და წარმატებით ართმევენ თავს რთულ დავალებებს. მათგან საუკეთესოები საერთაშორისო კონკურსებში ერთვებიან.

ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი – ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან  და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად ახორციელებს. მოსწავლეები კონკურსის სამ ეტაპს გადიან. ოლიპიადის მესამე ტურის შედეგების საფუძველზე კი,  საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეები ირჩევიან.

წელს საქართველოს ნაკრების ბენეფიციარებად საჯარო და კერძო სკოლის X-XII კლასის 23 მოსწავლე განისაზღვრა (მათგან 5 მოსწავლე რეგიონიდანაა). ისინი მონაწილეობდენენ შემდეგ მსოფლიო ოლიმპიადებში: 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში (IMO) ტაილანდი  (ჩიანგ მაი); 46-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში (IPHO) ინდოეთი; 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში (IOI) ყაზახეთი; 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ბიოლოგიაში (IBO) დანია; 47-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში (ICHO) აზერბაიჯანი (ბაქო).

საერთაშორისო ოლიპიდერბში მსოფლიოს 100-მდე სხვადასხვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას და კონკურსის მოთხოვნები ყოველწლიურად რთულდება. მიუხედავად ამისა, საქართველოს წარგზავნილები ღირსეულად ასპარეზობენ და სერიოზულ კონკურენციას უწევენ დიდ ქვეყნებს. წელს მოსწავლეებმა 1 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 4-მა მოსწავლემ საპატიო სიგელი დაიმსახურა.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადის ნაკრები გუნდების წევრებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ, გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, სიგელები გადასცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.

საერთაშორისო ოლიმპიადებში წარმატებულ მოსწავლეებს სამინისტრომ ფულადი ჯილდოები გადასცა: ვერცხლის მედლის მფლობელებს - 2000 ლარი, ბრინჯაოს მფლობელებს - 1000 ლარი. ამ ფორმით წახალისება გარკვეული სტიმულირებაა, როგორც სასკოლო ცხოვრების ისე, ნიჭიერი მოსწავლეების გამოსავლენად.

მოსწავლეთა წახალისების მიზნით, სამინისტრო ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების გარდა, არაერთ კონკურსს და პროექტს ახორციელებს, კონკურსები სხვადასხვა შინაარსისაა და ერთნაირად მიმზიდველია როგორც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული, ისე გამომგონებლური ნიჭის მქონე, ხელოვნებითა და თუ, სპორტით გატაცებული მოსწავლეებისთვის.

წელს ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ფორმით დასაჩუქრდნენ – განხორციელდა  ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკი წყნეთსა და დიდ ბრიტანეთში, მოსწავლეებმა დაისვენეს  და თან სხვადასხვა უნარები განივითარეს ბაკურიანში, ანაკლიაში, წყალტუბოში, ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის გამარჯვებულები ამერიკაში „ნასას“ ცენტრში იმყოფებოდნენ, 30-მდე მოსწავლე  და მათი პედაგოგები დღეს მიემგზავრებიან პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, შვეიცარიაში ცერნის ბირთვულ კვლევით ლაბორატორიაში გაემგზავრებიან კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული მოსწავლეები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსები რეალურად ხელს უწყობს ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების გამოვლენას, რაც თავისთავად, მოსწავლეებში ზრდის მოტივაციასა და უვითარებს მათ შესაბამის უნარ-ჩვევებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე