ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო  და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები და მოწვეული პირები იღებდნენ მონაწილეობას.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: Microsoft-ის ინოვაციები უმაღლეს განათლებაში; პლაგიატი საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პრევენცია და ბრძოლა, ასევე იქნა განხილული სხვა მიმდინარე საკითხები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული რექტორთა საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს ერთიანი პოლიტიკის გატარებისას, სამინისტროსათვის კონსულტაციის გაწევა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით  და რეკომენდაციების მომზადება საკანონმდებლო აქტებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების დახვეწის საკითხებში.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყევტილებები. აღნიშნულ რეჟიმში საბჭო მომავალშიც გამართავს შეხვედრებს და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ თემებს განხილვას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე