ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დღეს მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებაში მონაწილე 100-ზე მეტ პედაგოგს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ საიკიძემ სამ დამსახურებულ მასწავლებელს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა. სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მინისტრთან ერთად დააჯილდოვა ცენტრის მიზნობრივი პროგრამების მონაწილე მასწავლებლები და დამსახურებული, ასაკოვანი პედაგოგები. აღნიშნულ 12 მასწავლებელს ცენტრის სახელით მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. „ლიბერთი ბანკის“ მიერ დაჯილდოვდა ასევე რვა მასწავლებელი, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ასწავლიან. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს გენერალური დირექტორი მაგდა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე