ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„პროფესიული განათლების ფესტივალი”

„ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი სახელწოდებით: „პროფესიული განათლების ფესტივალი” კონფერენციას დაესწრო. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი, ესტონეთის განათლებისა და კვლევების პროფესიული და ზოგადი განათლების გენერალური დირექტორი მარტ ლაიდ მეტსი, პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰელეო პოლლო, ფონდ "Innove"-ს დირექტორი ლეა ორო და სხვა ოფიციალური პირები. 

ღონისძიება 6 და 7 ოქტომბერს ესტონეთის ფონდ „INNOVE“-ს ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში ტარდება და მასში ესტონეთის 30 კაციანი დელეგაცია, საქართველოსა და ესტონეთის 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ.

ორ ქვეყანას შორის ათწლიანი წარმატებული პარტნიორობის ფორმატში, კონფერენციაზე მხარეებმა პროფესიული განათლების კუთხით, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„პროფესიული განათლების ფესტივალზე“ მოეწყო ქართულ-ესტონური საგამოფენო სივრცე, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრები გამოიფინა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ასევე საქართველოსა და ესტონეთის შორის პროფესიული განათლების ათწლიანი თანამშრომლობის ამსახველი ვიდეო მასალა.

პროფესიული განათლების კუთხით, საქართველოსა და ესტონეთს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტები, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე