ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრებმა ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახლადრეაბილიტირებულ მე-200 სკოლას ესტუმრნენ, სადაც სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანმედროვე სასწავლო გარემო უნივერსალური დიზაინით მოეწყო და მოსწავლეთა ხელშეწყობისთვის ყველა სათანადო პირობა შეიქმნა.

მე-200 სკოლაში მინისტრები ექიმის კაბინეტის მუშაობას გაეცვნენ და სრულად რეაბილიტირებული სასადილო დაათვალიერეს, რომლისთვისაც ინვენტარის შესაძენად ამჟამად ტენდერი მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეების კვების რაციონის შედგენაზე უკვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლაში განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია, გაკეთდა საქვაბე და მოეწყო ცენტრალური კანალიზაცია, ამასთან პანდუსისა და სკოლაში შესასვლელი კარის მონტაჟი, რომლის საერთო ღირებულებაც 1,315 777 ლარს შეადგენს.

მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 97 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 24 საათიანი მომსახურებით 65 მოსწავლე სარგებლობს. სამინისტროს მიერ მათთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე საჭირო ტექნიკის თუ ყველა იმ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის კუთხით, რაც კონკრეტულ სპეციალიზირებულ სკოლას ესაჭიროება.

ინკლუზიური განათლების განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მზინით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის პროექტები, რომელიც მოზარდების სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართავას, მათი საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფას და სოციუმში ინტეგრაციას ითვალისწინებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე