ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი “ვეფხისტყაოსნის” ახალი, ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, “ვეფხისტყაოსნის” ახალი ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. ბოლო 40 წლის მანძილზე, გამოვიდა ‘ვეფხისტყაოსნის’ ახალი ინგლისური თარგმანი, რომელიც პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.

ახალი გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ “პოეზია“. ”ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა, ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. პწკარედები შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ‘ვეფხისტყაოსნის’ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემა. შესაბამისად რედაქტირება გაუკეთა პროფესორმა ნოდარ ნათაძემ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თარგმანი არა მარტო ფართო მკითხველის, არამედ ლიტერატურათმცოდნეების მოწონებასაც დაიმსახურებს.

აღსანიშნავია, რომ ლონდონში 1-7 ოქტომბერს ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, ვეფხისტყაოსნის ახალ თარგმანთან დაკავშირებით, გამოცემის განხილვა გაიმართა, რომელშიც მთარგმნელი ლინკ კოფინის გარდა, მონაწილეობას იღებდნენ მწერალი აკა მორჩილაძე და მთარგმნელი - ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე