ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

52-ე საჯარო სკოლაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა

განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, საქართველოში ე.წ. ”ALUMNI” პროგრამის ჩამოყალიბება და განვითარება დაიწყო.  პროგრამა წარმატებით ხორციელდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ”ალუმნაიას” პროგრამა მიზნად ისახავს სკოლებში შეიქმნას წარმატებულ ”კურსდამთავრებულთა კლუბები”, რომლის წევრებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას თავიანთი სკოლების განვითარებაში.

აღნიშნული პროექტი პირველად თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს 52-ე სკოლაში წარადგინა, სადაც ის 11 წლის განმავლობაში სწავლობდა.  მისი მხარდაჭერით 52-ე სკოლაში  გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა ერთ-ერთი საკლასო ოთახი. დიმიტრი შაშკინის თქმით, აღნიშნული პროექტი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს საკუთარი წვლილი შეიტანონ სკოლის კეთილდღეობასა და წარმატებაში: ”ყველა სკოლას ჰყავს წარმატებული კურსადამთავრებული და თუ მათ აქვთ სურვილი   დაეხმარონ მშობლიურ სკოლას, ეს პროგრამა მათ ამის შესაძლებლობას მისცემს. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ნებაყოფლობითია, დამოკიდებულია ადამიანის სურვილზე და შესაძლებლობებზე.  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 11 წელი ვმუშაობდი ამერიკულ კორპორაციაში და ძირითადად ვმუშაობდი საზღვარგარეთ.  მე დღეს მაქვს შესაძლებლობა ჩემს სკოლას დავეხმარო, რომელთანაც ძალიან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს და ამ სახით მინდა გამოვთქვა მადლობა იმ სკოლის მიმართ, რომელშიც თერთმეტი წელი გავატარე” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე