ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში მაღალტექნოლოგიური საკვლევი ბაზა დაფუძნდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორს სერჯიო ბერტოლუჩის და CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველს კრისტოფ შეფერს  შეხვდა.

შეხვედრაზე „ქართუ“ ფონდის და მთავრობის ერთობლივი ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოში თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური საკვლევი ბაზის დაფუძნებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომლის შედეგადაც ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო ცენტრი შეიქმნება. აღნიშნულ სამეცნიერო ცენტრს თბილისში ფონდი „ქართუ“ ააშენებს. პროექტების ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა კანონპროექტი „სსიპ ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითრების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ“, რომელიც მთავრობის მიერ შექმნილმა კომისიამ შეიმუშავა. კანონპროექტი, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო ცენტრი დაფუძნდება, საკანონმდებლო ინიციატივის სახით უკვე შეტანილია პარლამენტში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე