ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მზადება პროფესიულ პროგრამებზე ტესტრებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირთა პრეტესტს დაესწრო, სადაც აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცათ წინაწარ გაევლოთ საცდელი ტესტირება და რეალურ გარემოში მოესინჯათ საკუთარი ძალები. პრეტესტი რეგისტრაციის შემდგომი ეტაპია. ხოლო, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა ტესტირება 11 ოქტომბერს დილის 9 საათიდან დაიწყება. როგორც ტესტირების, ასევე პრეტესტის ჩატარების დრო და ადგილი მითითებულია საგამოცდო ბარათებში, რომელთა გაცემა 6 ოქტომბრიდან დაიწყო საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, საინფორმაციო ცენტრებში, კოლეჯებსა და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ტესტისგან.  ტესტის თითოეულ ნაწილში, მიუხედავად დავალებების რაოდენობისა (მაგ.: პროფესიული უნარების ტესტში საკანცელარიო უნარები დავალებების რაოდენობა არის 40, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება პროფესიული უნარების ტესტის ნაწილი არის 50; საგნის ტესტში - მაგ: მათემატიკაში დავალებების რაოდენობა არის 35, ხოლო მაქსიმალური ქულა, რომლითაც ფასდება ტესტის ეს ნაწილი არის 50 და ა. შ) განსაზღვრულია მაქსიმალური ქულა - 50. პროფესიული ტესტის ორივე ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 100.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში დარეგისტრირებულია 12 ათასამდე პირი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმატებას უსურვებს აპლიკანტებს და იმედოვნებს, რომ ყველა მათგანი შეძლებს სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე