ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სანახაობრივი მსვლელობა პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, სასტუმრო თბილისი „მერიოტში“, „ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, ქართულ-ესტონური სამომავლო პერპექტივები განიხილეს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ქართველმა და ესტონელმა პროფესიული განათლების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, სანახაობრივი მსვლელობა მოაწყეს.  ფესტივალის მონაწილეები საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც საქართველოში ხელოსნობის განვითარების კუთხით არსებული ექსპონატები დაათვალიერეს და უძველეს ქართულ ხელნაკეთ კულტურულ ფასეულობებს გაეცნენ.

კონფერენცია, რომელიც მსვლელობით დასრულდა, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ათწლიანი წარმატებული პარტნიორობის ფორმატში  პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.   

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე