ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამეცნიერო პროექტებთან დაკავშირებით მინისტრი „ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალურ მდივანს ვილჰელმ კრულსა და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოში მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საკითხები განიხილეს სადოქტორო საფეხურზე სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

შეხვედრაზე, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარინა ჩიტაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიგა ზედანია ესწრებოდნენ, ქართველ მკვლევარებსა და გერმანელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის თაობაზე იმსჯელეს, კერძოდ როგორ გაუმჯობესდება ახალგაზრდა ქართველი დოქტორანტებისა და მკვლევარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ასევე დოქტორანტთა სამომავლო პერსპექტივებს, როგორც კვალიფიციურობის კუთხით, ისე კვლევით აქტივობებში.

„ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალური მდივნის ვილჰელმ კრულის თქმით, თამარ სანიკიძესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა და მნიშნელოვანია რომ ქართველ მკვლევარებს და გერმანელ მეცნიერებს თანამშრომლობის შესაძლებლობა ეძლევათ.

„ფოლკსვაგენის“ ფონდი მსოფლიოში მეცნიერების ყველაზე დიდი დამფინანსებელია. მეცნიერების ყველა სფეროში, კვლევით პროექტებს ის 1962 წლიდან აფინანსებს.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე