ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოხლეარული იმპლანტის მქონე პირებისთვის შესაბამისი სერვისები დაინერგება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, მომავალი წლების მნიშვნელოვან პრიორიტეტად კოხლეარული იმპლანტის  მქონე პირთა განათლებისა და რეაბილიტაციის კუთხით ეფექტური სერვისების დანერგვა  განისაზღვრა.   

აღნიშნულ საკითზე სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების, ნორვეგიის ადმინისტრაცის, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის, ორგანიზაცია „კინდ-სმენის“, პროექტის: „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ წარმომადგენელთა და უცხოელი ექსპერტებთნ უკვე გაიმართა, რაც მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება. 

შეხვედრის შედეგად რამდენიმე არსებითი საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც  რეაგირებას საჭიროებს: კერზოდ, მეტყველების თერაპევტების დაბალი კვალიფიკაცია და პროფესიონალების სიმცირე; მშობელთა განათლება და ინფორმირება კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის, ყოველდღიური ცხოვრების და განათლების მიღების საკითხებზე; ბილინგვური მიდგომა  კოხლეარული იმპლანტის მქონე პირთა განათლების პროცესში; შესაბამისად აღჭურვილი კლასები; სწორი და თანმიმდევრული საინფორმაციო კამპანია კოხლიარული იმლანტაციის მოსამზადებელ და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით.

ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  კოხლეარული იმპლნატაციის  ოპერაციამდე და  ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რასაც სასურველი შედეგის მიღწევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სპეციალისტების მხრიდან ასევე ფოკუსში მოექცა სმენის დარღვევის მქონე ბავშვების ადრეული იდენტიფიკაციის საკითხი, რათა იმპლანტაცია ადრეულ ასაკში განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პირის იდენტიფიკაციისთანავე, დაიგეგმოს სათანადო სერვისები სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. ამასთან, კოხლეალური იმპლანტის მქონე მოსწავლეებისთვის სკოლებში შეიქნას შესაბამისი გარემო.

შეხვედრის შედეგად, მიღწულ იქნა შეთანხმება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს  მეტყველების თერაპიის მიმართულებით  სასწავლო პროგრამების განვითარება. ნორვეგიელი დონორის დამხმარებით, პირველ ეტაპზე აღიჭურვება რამდენიმე კლასი, სადაც განათლებას კოხლეარული იმპალნტის მქონე პირები იღებენ. გარდა ამისა, განხორციელდება კვალიფიციური საინფორმაცი ბუკლეტის მომზადება მშობლებისათვის.

რეაბილიტაციის კომპონენტის დახვეწასთან და მშობლების მხარდაჭერის სერვისების შექმნასთან დაკავშირებით, შრომის ჯანმრთელობისა სოციალრური დაცვის სამინიტროსთან აქტიური განხილვები ინტენსიურად გაგრძელდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე