ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წარმატებული საერთაშორისო პროექტი

ბათუმში გამართულ კონფერენციაზე პროექტი „კატასტროფის რისკის შემცირება განათლებაში“ საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ევროკავშირის/ECHO-ს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში კარლოს აფონსომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივით.

აღნიშნული პროექტი საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება და მისი ძირითადი დონორი ორგანიზაცია ევროკომისიაა. სწორედ ამ პროექტის მესამე ფაზის წარმატებით დასრულებას მიეძღვნა კონფერენცია, რომელშიც პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, კერძოდ, საჯარო უწყებებიდან უმთავრესი პარტნიორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, კრიზისების მართვის საბჭო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. პროექტის პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: გაეროს ბავშვთა ფონდი, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), გადავარჩინოთ ბავშვები, კატასტროფის ცენტრი, წითელი ჯვარი.

ზემოაღნიშნული პროექტი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სამ ფაზად განხორციელდა. პარტნიორ ორგანიზაეციებს თემატიკის მიხედვით გადანაწილებული ჰქონდათ საგანმანათლებლო სივრცის სხვადასხვა სეგმენტი. სკოლების კომპონენტს კურირებდა „გაეროს ბავშვთა ფონდი“; სკოლამდელ დაწესებულებებს „ASB“; ინკლუზიურ განათლებას „გადავარჩინოთ ბავშვები“ და ა. შ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სამივე ფაზის აკუმულირებული აქტივობების ჩამონათვალი მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. არსებითად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის საგნობრივ სტანდარტებში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა და ინტეგრირება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსები და ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის: ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება ინტერაქტიული მეთოდებით - დამრიგებლის წიგნი V-IX კლასები; მოსწავლეთა ყოველწლიური რეგიონული კონკურსი და კონფერენცია კატასტროფის რისკის თემატიკაზე; კომპიუტერული თამაშები სკოლის დაწყებითი კლასის მოსაწავლეებისთვის საქართველოში გავრცელებულ 5 ძირითად ბუნებრივ კატასტროფაზე; მასწავლებელთა ტრენინგი; ყოველწლიური ე.წ. DRR ბანაკები; სკოლის საგანგებო შტაბები; სკოლისთვის საევაკუაციო გეგმები; დირექციისა და შტაბის სხვა წევრების, მათ შორის მანდატურების და მოსწავლეების ტრენინგი; სკოლისთვის საბაზისო უსაფრთხოების აღჭურვილობის შეძენა; პრაქტიკული მეცადინეობები/სიმულაციური სავარჯიშოები სხვადასხვა სცენარზე (მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ.); მიმდინარე კატასტროფებისადმი მზადყოფნის აქტივობების მონიტორინგი სკოლებში; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის შეიქმნა დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები;

კატასტროფის რისკის თემატიკაზე მომუშავე გუნდმა, რომელიც შედგება სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციებისაგან, შეიმუშავა ერთიანი სამოქმედო გეგმა/მატრიცა, რომელიც დაეხმარება მათ სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაში და კოორდინაციაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, პროექტის მესამე ფაზის მსვლელობისას 2014-2015 წლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური მონაწილეობა სამ უმნიშვნელოვანეს მსოფლიო ღონისძიებაში:

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კატასტროფების რისკის შემცირების მსოფლიო კონგრესი, რომელიც გაიმართა იაპონიის ქალაქ სენდაიში;

2. ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოების ფორუმი;

3. გაერთიანებული ერების კატასტროფის რისკის შემცირების ოფისის მიერ ორგანიზებული მინისტერიალი ირანის დედაქალაქ თეირანში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე