ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი ამოქმედდება

ახალი სასწავლო წლიდან ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ  უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სხვადასხვა საჯარო სკოლის რამდენიმე წარმატებულ მოსწავლესთან და მათ მშობლებთან ერთად, კერძო სკოლა-ლიცეუმში - „მწიგნობართუხუცესი“ მივიდა და მოსწავლეებს, დირექტორთან ბატონ დავით კახნიაშვილთან ერთად, სკოლის თანამედროვე  ინფრასტრუქტურა და სწავლების მეთოდები გააცნო.  

ახალ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ”კერძო სკოლათა ასოციაციასთან” ერთად ახორციელებს. საქართველოში მოქმედი კერძო სკოლებიდან „მწიგნობართუხუცესი“  ერთ-ერთია, რომელიც  სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა და  მზადაა სექტემბრიდან  ამ მოსწავლეებს თავის სკოლაში უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზოს.  

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, აუცილებელია მუდმივად ხდებოდეს ნიჭიერი ბავშვების წახალისება, ახალი პროექტი სწორედ ასეთ შესაძლებლობას ითვლისწინებს.  ამიერიდან, კერძო სკოლებში სწავლა მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პრივილეგია არ იქნება და ხელმისაწვდომი გახდება ნიჭიერი,  მოტივირებული მოსწავლეებისთვისაც.

მოსწავლეთა შერჩევის პრინციპებზე და მისაღები კონტიგენტის რაოდენობაზე კერძო სკოლებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო  თავის მხრივ ხელს შეუწყობენ კერძო სკოლების განვითარებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე