ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგრანტო კონკურსი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ ნახევარფინალისტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერინ კლემენტიმ მიმართეს.

პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასთან ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.

საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი. თითოეული გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს  300,000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე.

საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე 70 განაცხადი შემოვიდა.  აქედან დამოუკიდებელი შეფასების კომისიისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ 2015 წლის ოქტომბერში მოხდა შემოსული განაცხადების განიხილვა და შეფასება.  კომისიამ გამოავლინა 29 ნახევარფინალისტი განმცხადებელი. 

ძირითადად, განაცხადები წარმოადგინეს საგანმანათლებლო სექტორის (53%), კერძო სექტორისა (23%) და არასამთავრობო ორგანიზაციების/ასოციაციების წარმომადგენლებმა (26%). განაცხადების უმეტესობა, 26% და 23% წარმოდგენილია სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორში, მას მოსდევს საინჟინრო (20%), საინფორმაციო ტექნოლოგიები (13%), ტექნოლოგიური (11%) და საბუნებისმეტყველო (7%) სექტორი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე