ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა მარტვილელ პედაგოგებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად შეხვედრა მარტვილის რაიონის სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან გაიმართა.

მინისტრმა მოკლედ ისაუბრა ბოლო პერიოდის ძირითად სიახლეებზე და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში სრულ ინფორმაციას ფლობენ ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ჩართულნი არიან  ახალ პროექტებში, ძირითადი აქცენტი მაინც ლოკალურად არსებულ პრობლემებზე, კონკრეტული სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და  იმ საჭიროებებზე გაკეთდა, რომელთა მოგვარებაშიც მათ სამინისტროს თანადგომა ესაჭიროებათ.  მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები  მომავალშიც გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე