ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა სოფელ ლესიჭინეს რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს სრულად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსაწვლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. სასწავლო კორპუსი, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო სრულიად განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ახალი სასწავლო წლისათვის სამეგრელოს რეგიონში 64 საჯარო სკოლას ჩაუტარდა საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. რიგ სკოლებში წლის ბოლომდე გაგრძელდება გათბობის სისტემების მოწესრიგება, სპორტული მოედნების, ექიმის კაბინეტების, სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა. ეს ისეთი  სამუშაოებია, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე