ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მე-60 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ  თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში  ახალი ღია სპორტული მოედანი გახსნა.  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა  სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა და მასზე  35 000-მდე ლარი დაიხარჯა.

ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის - ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა. ანალოგიური სტადიონების კეთილმოწყობა ქალაქის მასშტაბით ბევრ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლისათვის თბილისის 72 სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი  ხოლო, 28 საჯარო სკოლაში ღია სპორტული მოედანი  მოეწყობა.

სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ძირითადად იმ სკოლებში მიმდინარეობს, სადაც ან საერთოდ არ იყო ანალოგიური გარემო, ან იყო ავარიულ მდგომარეობაში. უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლის   სპორტული  ინფრასტრუქტურა იქნება რეაბილიტირებული.

სკოლებში კეთილმოწყობილი დახურული და ღია სპორტული მოედნების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა  იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი 2010-2011 სასწავლო წლიდან  ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული  ცვლილების საფუძველზე ამოქმედდება. პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება  და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში განხორციელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე