ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რვა საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ

ახალ სასწავლო წელს სკოლის მანდატურები 3 რეგიონის 8 საჯარო სკოლაში პირველად შევიდნენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. მანდატურის სამსახური ამოქმედდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალალის საჯარო სკოლაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გამარჯვება, ყარაჯალასა და ქესალოს საჯარო სკოლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოს საჯარო სკოლაში მანდატურები ნოემბრიდან შევლენ, სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში კი, ახალი წლიდან.

სკოლებში შესვლამდე მანდატურები გადამზადდნენ, მათ გაიარეს ყველა აუცილებელი ტრენინგმოდული და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატებს.

ბოლო ორი წლის მანძილზე მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც სკოლას კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სახით.

მნიშვნელოვანად შეიცვალა მანდატურის ფუნქცია და დღეს იგი ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ წელთან შედარებით 30%-ით შემცირდა საჯარო სკოლაში მომხდარი დარღვევები.

მანდატურები მუდმივად ეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, იმაღლებენ კვალიფიკაციას, ხდება მათი გეგმაზომიერი გადამზადება ახალი პროგრამების მიხედვით.

მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე