ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

მიმდინარე წელს თბილისის 115 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 50 სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, წლის ბოლომდე ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ხოლო ახალი წლიდან დედაქალაქში კიდევ ორი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რიგ სკოლებში დღესაც ხორციელდება ისეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის №165 საჯარო სკოლაში პირადად გაეცნო განხორციელებულ სამუშაოებს. ამ სკოლაში 800-მდე მოსწავლე სწავლობს და იგი ერთ-ერთი სკოლაა, სადაც ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩატარდა. დღეს სკოლის 60% რეაბიტირებულია - გამაგრდა შენობა, გადაიხურა, შეიღება, გაკეთდა კიბეები, ოთხივე სართულზე მოწესრიგდა წყლის გაყვანილობა და სველი წერტილები, 18 საკლასო ოთახი გარემონტდა, მოეწყო სამედიცინო ოთახი და რესურსოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე